პროექტის აქტუალობა: ჩემი პროექტის აქტუალობას ვხედავ იმაში,რომ
ვეხები პრობლემას,რომელიც დედამიწის დასახლებულ ნაწილზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს აწუხებს.მოსწავლეები
გაეცნობიან საფრთხეებს ,რომელსაც გარემოს დაბინძურება იწვევს.მოიძიებენ ინფორმაციას
გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებზე. ამ
პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში
მოიაზრება მშობლები,თანასოფლელები,თანამშრომლები,თემი.
პროექტში მონაწილენი: მასწავლებლები,მოსწავლეები,ადმინისტრაცია,თემი,მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა:ორი კვირა.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეძლებენ კომუნიკაციას თანამშრომლობას,კვლევა
-ძიებას,ინფორმაციის დამუშავებასა და დახარისხებას.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები:
1.
მოსწავლეებთან,
მასწავლებლებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები
და განხორციელდეს.პროექტის გაცნობა.
2.
რესურსების
მოძიება-ორგანიზება(საკანცელარიო ნივთები,ფლიფჩარტები,მარკერები,სამუსაო იარაღები,ხელთათმანები
და პარკები.)
3.
შეირჩეს
სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ(ოთახის გამოყოფა,კომპიუტერისა და პროექტორის
განთავსება)
4.
ვიდეო
ფილმის ჩვენება.
5.
საინფორმაციო
კამპანიისთვის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
6.
სოფლის
დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოხალისეთა ჯგუფის შექმნა.
7.
დასუფთავების
დღის დაგეგმვა და განხორციელება.
8.
მონიტორინგი
და შეფასება.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ითანამშრომლებენ
თემთან,ერთმანეთთან იმოქმედებენ გეგმის მიხედვით.შეაფასებენ საკუთარი მონაწილეობის
ეფექტიანობას და პროდუქტიულობას მომავალ საქმიანობაში.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, მასწავლებლები,თემი,მშობლები,ადმინისტრაცია,
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-1, ტელევიზორი .
ნოუთბუქი-1, ქაღალდი, ფოტოები, ვიდეორესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
აქტივობა 1აქტივობა
1
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რონ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები. თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზე პროექტზე მუშაობა. შევიმუშავეთ
სამუაო გეგმა შევქმენით საინიციატივო ჯგუფი,
რომელშიც გაერთიანდებიან აქტიური მოსწავლეები.
შევთავაზე აქტივობა – „ექსკურსია გარემოში“ ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.
1.
როგორი გარემოა?
2.
როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
3.
სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
აქტივობა 2
დისკუსია
წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბნაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.
ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.
აქტივობა 3
შეხვდნენ დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს,
დაურიგეს მათთვის სპეციალურად გამზადებულ და შეფუთული
ტკბილეული. სთხოვეს შეეჭამათ, დააკვირდნენ სად დაყრიდნენ ტკბილეილის ნარჩენებს. გამართეს მცირე დისკუსია ბავშვებთან - როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო? დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს უნდა გაეაზრებინათ რომ დანაგვიანება ხდება ნარჩენებით. საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ იმუშავეს დამოუკიდებლად სამუშაო რვეულებში სადაც დანაგვიანების ამსახველი ფოტოებია მოცემული.
აქტივობა 4
მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.
აქტივობა 5
შეაჯამეს
მოსწავლეების მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ვიდეოს ჩვენებით, კიდევ ერთხელ განვუმარტე მოსწავლეებს, რომ ადამიანის საქმიანობა იწვევს გარემოს სხვადასხვა სახით დანაგვიანებას.
მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა იმუშავა კედლის გაზეთის დავიცვათ გარემოს მომზადებაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა კი გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.
აქტივობა 6
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის
·
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები:ინტერნეტი,ურთიერთობა
თემთან.
პროექტის შედეგები:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით.
·
შეძლებენ
ინფორმაციის მოძიებასა და დასკვნების გამოტანას.
·
განუვითარდებათ
საკუთარი აზრის არგუმენტირებისა და სხვისი აზრის პატივ ისცემის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი:ნანა მიქაძე.
ბიუჯეტი:სკოლის ბაზა
სამუშაო გეგმა
№
|
საპროექტო
საქმიანობა
|
ვადები/თარიღი
|
პასუხისმგებელი
პირი
|
1.
|
ცოდნის გააქტიურება. მინი ლექცია
|
2.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
2.
|
,,ექსკურსია გარემოში"
|
3.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
3
|
მცირე დისკუსია
ბავშვებთან-როგორ ბინძურდება ჩვენი გარემო?
|
7.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
4
|
სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დაასუფთავება
|
9.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
5.
|
ცოდნის
შეჯამება
|
10.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
6
|
პრეზენტაცია
|
11.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
7
|
მონიტორინგი
|
15.10.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები
თვეების მიხედვით
შეფასება
მონიტორინგის შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმით
|
პირველი შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
20.09.2019
|
|
მეორე შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
23.09.2019
|
|
საბოლოო შეფასება
|
დირექტორი
|
25.09.2019
|
No comments:
Post a Comment