ცხოვრება ჩაგვრის გარეშე




პროექტის სახელწოდება:  ,,ცხოვრება  ჩაგვრის გარეშე"
პროექტის  აქტუალობა:  კაცობრიობის ამ შორეული წარსულიდან ბულინგის ანუ ადამიანის მიერ ადამიანზე სხვადასხვა სახის ძალადობის მაგალითი მრავლად ვიცით.  სამწუხაროდ ეს მანკიერი მხარე ადამიანის თვისების არაიშვიათად დღესაც მჟავნდება. ბულინგი უარყოპიტ ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე , ხელს უშლის განვითარებას, ანადგურებს ადამიანში პიროვნებას,  რაც მიუღებელია პროგრესული საზოგადოებისთვის .ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა უხეშად, ძალადობითვე დაუშვებელია. არსებობს ერთადერთი-გზა ესარის ბულინგის განმახორციელებელი ცნობიერების შეცვლა სიკეთით, სამართლიანობით, ლოგიკური უკუკავშირით მოთმინებით .
პროექტში მონაწილენი:  ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები:    კომუნიკაციის დამყარება სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლთან, თემთან  მოქალაქეობრივი საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებისთვის.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი
*  იყოს კანონმორჩილი. განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, კონსტრუქციული თნამშრომლობა.
* ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
* კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:
         1. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2. რესურსების მოძიება, ორგანიზება, საკანცელარიო ნივთები, ფლიფჩარტები, მარკერები.
3. შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ (ოთახის გამოყოფა, კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება).
4. მინი ლექცია სამოქალაქო მასწავლებელმა ჩაატარა თემაზე -არა ბულინგს
5.ვიდეო ფილმის ჩვენება.
6.პრეზენტაცია
7. საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
8. მონიტორინგი და შეფასება
  
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სკოლის ადმინისრტაციასთან, მშობლებთან და თემთან. იმოქმედებენ გეგმის მიხედვით. შეაფასებენ საკუთარი როლის ეფექტიანობასა და პტოდუქტულობას.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, დამრიგებლები, აიტ.მენეჯერი, მშობლები, თემი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი -1, ტელევიზორი -ეკრანი -3,  ნოუთბუქი-1, ქაღალდი /ალექსანდროვის/-10 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან, ხელთათმანი, პარკები, ნიჩაბი 5 ც.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
·          პროექტის ხელმძღვანელი ჩაატარებს მინი ლექციას თემაზე ბულინგსა  და მის მნიშვნელობაზე
·         ვიდეო-ფილმის ჩვენება თემაზე ,,ბულინგი"
·         მოსწავლეთა გამოკითხვა ნაჩვენები ვიდეო ფილმის შესახებ
-რა მიზანს ისახავდა ფილმის  ჩვენება?
- როგორ შეიძლება იქნას თავიდან აცილებული  ძალადობა?
-რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს  ძალადობამ?
·         მოხდება რესურსების მოძიება - ორგანიზება.
·         პროექტის ხელმძღვანელის მიერ მოხდება სამუშაო ფართის შერჩევა, პროექტისთვის სასურველი მიზნის შესაბამისად.
·         მოსწავლეები დაიყოფიან ჯუფებად.
·         ერთი ჯგუფი დაამზადებს და გაავრცელებს  კამპანიის საწარმოებელ  ბუკლეტებს .
·         მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ბულინგის მაგალითების შესახებ.
·         პროექტის ხელმძღვანელთან ერთად დაგეგმავენ შეხვედრას თემთან.
ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა თემთან.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას , საკუთარი აზრის არგუმენტირებასა და სხვისი აზრის პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა მიქაძე
ბიუჯეტი:  სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობა
ვადები/თარიღი
პასუხისმგებელი პირი
1.
მმინი ლექციას თემაზე ბულინგსა  
03.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
2.
·         ვიდეო-ფილმის ჩვენება თემაზე ,,ბულინგი"
06.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
3
სამუშაო ფართის შერჩევა და მოწყობა საჭიროებისამებრ
08.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
4
ფილმის მოძიება ინტერნეტში-გუგლის საშუალებით
09.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
5.
ბუკლეტების დამზადება საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად
13.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
6
პრეზენტაცია- ძალადობის შესახებ
14.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
7
შეფასება
17.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
8
მონიტორინგი
20.05.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი




შეფასება
პროექტის მონიტორინგ
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიგატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწალეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს


პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის, კომპიუტერი,                სკოლის წილი
 პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
სტუმრის მოწვევის ხარჯები                                   სკოლის წილი
სამუშაო გეგმა

No comments:

Post a Comment